1.პროექტის სახელწოდება: ვარ საქართველოს მოქალაქე
2.პროექტის მთავარი იდეა: შეძლონ
საქართველოს მოქალაქეობის არსის
გაცნობიერება. მუდამ ახსოვდეთ, თუ ,,ვისი გორისანი არიან“, იამაყონ მშობლიური
მიწა-წყლითა და ემსახურონ სამშობლოს მაღალი სამოქალაქო ღირებულებებით.
3.პროექტის აქტუალობა:მოქალაქეობა საკმაოდ აქტუალური
თემაა. დღეს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე
მიდის უცხოეთში სამუშაოდ.გარკვეული წლების
შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისას აწყდებიან
პრობლემას, ამიტომაც საჭიროა, გაეცნონ
საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს ,,მოქალაქეობის შესახებ“, რათა იყვნენ დაცულები უცხო ქვეყნის მიწა-
წყალზე.
4. პროექტის მიზნები:საქართველოს
მოქალაქეობის არსის გაცნობიერება , დაზუსტება, საქართველოს მოქალაქეობის მიღების
გზების გაცნობა. განუვითარდებათ ინფორმაციის კვლევა-ძიების ,დაგეგმილი
საქმიანობების განხორციელების გზების, პრობლემის გადაჭრის , არგუმენტირებული
მსჯელობის , პრეზენტაციის და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოქ.X.1. მოსწავლეს
შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს და აკავშირებს პიროვნების
თავისუფლებასა და მოქალაქეობას.
მოქ.X.3. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკავშირებს ადამიანი უფლებებსა და
თავისუფლებებს საქართველოს მოქალაქის მოვალეობებთან.
·
მსჯელობს თავისუფალი პიროვნების
აქტიური მოქალაქეობისათვის აუცილებელ პირობებზე საზოგადოებაში
მოქ.X.6. მოსწავლეს შუძლია
გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში
სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და
ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან
·
ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას
კანონის დაცვა; აღწერს და აფასებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ
მოქმედებას.მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და
ხსნის, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების
დაცვისას.
5.მონაწილეთა
ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები: ორი კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები: აღიზრდებიან
მაღალ ზნეობრივ ღირებულებებზე;ეცოდინებათ კანონები; შეძლებენ, მოიძიონ და გაეცნონ ადამიანისა და
სახელმწიფოს შორის უფლება-მოვალეობებს;
პრობლემის გააზრებას, მათ შორის კავშირის დადგენასა და გადაჭრის გზების
დასახვას.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პოსტერები, მარკერები,სახელმძღვანელო
9.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. ფილმის ,,მიწის სჯულის“ ჩვენება.
აქტივობა2. თემის არჩევა
აქტივობა3. ჯგუფების შექმნა
აქტივობა4. გეგმის შემუშავება ჯგუფში
აქტივობა5.ფუნქციების გადანაწილება და
ორგანიზება
აქტივობა6. პროექტის პრეზენდაცია
აქტივობა7.პროექტის შეფასება
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური
ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია ტანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით,
ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი
იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
|
ძირითადად კორექტულია,ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი
ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად
გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივი გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართული, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები
არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად
არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია, არააერტი წყარო
და ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან
არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ
ერთფეროვანია
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად
შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება
პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა, სიახლე და თავისებური
ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
10. საგნებთან კავშირი: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
11. პროექტის ხელმძღვანელი: ლალი სიჭინავა
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:lalikosichinava@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი:lalikosichinava.blogspot.com
No comments:
Post a Comment